სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში მშენებლობა თვის ბოლოს დაიწყება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ განახლდა სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის პროექტი.

ღარიბაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე 1000-ზე მეტ სამხედროს ექნება საშუალება, კვადრატული მეტრი დაახლოებით 100 დოლარის ფარგლებში შეიძინოს.

ამასთან, სამხედროებს საშუალება ექნებათ, უპროცენტო შიდაგანვადებითაც ისარგებლონ.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის ჩვენი სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის პროექტის განახლება და შესრულება. ამ პროექტით, პირველ ეტაპზე 1000-ზე მეტ სამხედროს ექნება საშუალება, შეიძინოს კვადრატული მეტრი დაახლოებით 100 დოლარის ფარგლებში და ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს ექნებათ საშუალება, არა ძვირადღირებული გარანტიებითა და პროცენტებით, არამედ უპროცენტო შიდაგანვადებით ისარგებლონ.

პროექტი ხორციელდება ჩვენი კუთვნილი სამშენებლო კომპანიის მიერ და მშენებლობას დავიწყებთ თვის ბოლოს. პანდემიის მიუხედავად, პროცესს არ ვაჩერებთ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები