საქართველოს პროკურატურის ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ჩოხატაურში, ადგილობრივ მოსახლეობასთან, პედაგოგებთან, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის, ასევე ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევი მიზეზები, გენდერული სტერეოტიპები და ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ბარიერები.
საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.
ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება.