იუტიციის სამინისტრო სააკაშვილის მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვაზე განცხადბას ავრცელებს

იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშილის ოჯახს შეუძლია, პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმები ჩართოს.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობა მსჯავრდებულ სააკაშვილს სამინისტრომ 2022 წლის 29 ნოემბერს შესთავაზა. შეთავაზება გულისხმობს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, უშუალოდ მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის მიერ მოწვეულმა უცხოელმა ექიმმა, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს, მიიღოს მონაწილეობა მის მკურნალობაში თბილისში, კლინიკა „ვივამედში”, სადაც ამჟამად მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება“, – აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის ოჯახის განცხადებით, პოლონელი ექიმები მზად არიან საქართველოში ჩამოსასვლელად, როგორც კი იუსტიციის სამინისროს ნებართვა იქნება.

 

მსგავსი თემები