„ფარისევლობა“ – რატი იონათამიშვილი 9 აპრილის აქციაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილს დაგეგმილ  საპროტესტო აქციას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ფარისევლობას უწოდებს. როგორც რატი იონათამიშვილი აცხადებს, ეს ქმედება სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების შეურაცხყოფა.

„რასაც „ნაციონლური მოძრაობა“ გეგმავს, ეს ძალიან დიდი ფარისევლობაა. ისინი ცდილობენ, 9 აპრილს დაამთხვიონ საკუთარი ანტიეროვნული ღონისძიებები, რაც საზოგადოების შეურაცხყოფა. თურმე ასეთი დაბალი წარმოდგენა აქვთ ჩვენს მოქალაქეებზე, რომ ისინი შეიძლება მოტყუვდნენ სიმბოლური კავშირების გაბმით. რეალურად, ძალიან კარგია, რომ ასეთ დესტრუქციულ აქციებს აანონსებენ, ვინაიდან საზოგადოება დაინახავს, რომ ამ ადამიანებს მათმა ამომრჩეველმაც კი დამსახურებულად აქცია ზურგი“, – აცხადებს მმართველი გუნდის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მომხრეება17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდებს.

მსგავსი თემები