ხობში მოკლული ქალის მკვლელი სავარაუდოდ, ქალია

ხობის მუნიციპალიტეტში, ტყეში მოკლული და დასახიჩრებული ქალის ცხედარი იპოვეს. ახლგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ქალი.  სავარაუდოდ, ისინი ბიზნესპარტნიორები იყვნენ.

ახალგაზრდა ქალის ცხედარი ტყეში ადგილობრივმა მამაკაცმა იპოვა, რომელიც პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზეა გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

მსგავსი თემები