თურქეთში, ჩამონგრეული შენობების მშენებლობასთან დაკავშირებული 113 პირის დაკავების ორდერი გაიცა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების მშენებლობასთან დაკავშირებული  113 პირის დაკავების ორდერი გაიცა. დაკავებულია მინიმუმ, 12 ადამიანი, მათ შორის სამშენებლო კონტრაქტორები.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ბექირ ბოზდაგის განცხადებით, ხელისუფლებამ გამოძიება 131 კონტრაქტორზე დაიწყო, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების მშენებლობაში.

ცნობისთვის,  თურქეთის საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 29 605-ს მიაღწია.

მსგავსი თემები