,,რუსები აქტიურად ყიდულობენ ბინებს ბათუმში”- რუსული მედიის ცნობით, 2022 წელს რუსები საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაში ლიდერები გახდნენ

რუსული მედიის ინფორმაცით, 2022 წელს, რუსები საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაში ლიდერები იყვნენ.

როგორც რუსულ მედიას ექსპერტებმა განუცხადეს,  2022 წლის ბოლოს საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაზე გლობალური მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით, 253,5%-ით გაიზარდა.

BD-GROUP-ის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეების წილმა უცხოელების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენაში 86,32% შეადგინა.

,,რუსები აქტიურად ყიდულობენ ბინებს ბათუმში. ამავდროულად, ახალ შენობებზე ძირითადი მოთხოვნა სამშენებლო მზადყოფნის მაღალ ეტაპებზეა. მთავარი განსხვავება უცხოელებსა და რუსებს შორის არის ის, რომ ისინი ერთდროულად ყიდულობენ რამდენიმე ობიექტს და ისინი უფრო მაღალი დონის არიან”, – განუცხადა რუსულ მედიას BD-GROUP-ის დამფუძნებელმა.

მსგავსი თემები