,,მიხეილ სააკაშვილი იმყოფება კომფორტულ პირობებში და ორპალატიან ლუქსში”- თეა წულუკიანი

,,მიხეილ სააკაშვილი იმყოფება კომფორტულ პირობებში და ორპალატიან ლუქსში, გამორჩეულ პირობებში,”- ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანის განცხადებით, გასაკვირია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით შეშფოთებულია.

,,ძალიან კარგი იქნება, თუ ჰერჩინსკი სახელმწიფოს მიმართ უსაფუძვლო მოწოდებებს მიმართავს სააკაშვილისაკენ და მოუწოდებს, შეწყვიტოს მიუღებელი ქცევა, რომლითაც ის გამოირჩევა ექთნების, ექიმებისა და სხვა წარმომადგენლების წინაშე. საკუთარი ჯანმრთელობის, პრობლემების უკეთესად მართვის მიზნით, ითანამშრომლოს სწორედ პენიტენციურ სამსახურთან და იმ სამოქალაქო სამედიცინო სექტორთან, რომელშიც იმყოფება კომფორტულ პირობებში, ასე ვთქვათ, ორპალატიან ლუქსში და გამორჩეულ პირობებში,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები