,,მზად ვარ მისასვლელად, ჩართვის ხარისხი არ მაკმაყოფილებს”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ექსპრეზიდენტი არ ესწრება.

კლინიკა ”ვივამედიდან” გაგზავნილი წერილი მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომის დასაწყისში წაიკითხა. როგორც წერილიდან ირკვევა, სააკაშვილს სურდა სასამართლოზე ფიზიკურად დასწრება, თუმცა მას ამის უფლება კლინიკის ექიმის რეკომენდაციით არ მიეცა.

,,მზად ვარ მისასვლელად, ჩართვის ხარისხი არ მაკმაყოფილებს”,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს.

ოქმს ხელს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები, თავად მიხეილ სააკაშვილი და ასევე, “ვივა-მედის” ექიმი აწერენ.

მსგავსი თემები