დეკემბერში საარსებო მინიმუმი შემცირდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 253.5 ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 255.1 ლარი იყო, დეკემბერში ეს მაჩვენებელი 1.6 ლარით შემცირდა, ჯამში კი 253.5 ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში 1.5 ლარით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 224.5 ლარს შეადგენს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

მსგავსი თემები