მსოფლიოში, გასულ წელს, 86 ჟურნალისტი მოკლეს – UNESCO

UNESCO-ს ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ჟურნალისტების მკვლელობის 86 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 19 მექსიკაში მოკლეს, 10 – უკრაინაში, 9 – ჰაიტიზე.

ორგანიზაციის ინფორმაციით, გასულ წელს, მოკლული ჟურნალისტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც წინა სამი წლის განმავლობაში კლება დაფიქსირდა.

,,ხელისუფლებებმა უნდა გააორმაგონ ძალისხმევა, რათა ბოლო მოეღოს ამგვარ ამ დანაშაულებს და უზრუნველყონ დამნაშავეების გასამართლება, რადგან გულგრილობა ძალადობის ამ კლიმატის მთავარი ფაქტორია”, –  განაცხადა UNESCO-ს გენერალური დირექტორმა, ოდრი აზულემ.

მისივე თქმით,  2022 წლის განმავლობაში მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა საგანგაშო იყო.

მსგავსი თემები