,,პუტინმა გერასიმოვს დონბასის მარტამდე დაკავება დაავალა”- უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიციალური წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით,  ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საოკუპაციო ძალების ახლად დანიშნულ მეთაურს, ვალერი გერასიმოვს დონბასის მარტამდე დაკავების განკარგულება მისცა.

მისი თქმით, პუტინს არ უთქვამს უარი უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს და უკრაინელების როგორც ერის განადგურების გეგმებზე.

„ჩვენ უნდა ვისაუბროთ რაშისტებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებაზე – ეს დონბასია. მორიგი ვადები, რომლებსაც ის განსაზღვრავს უკვე გერასიმოვისთვის, როგორც უკრაინის წინააღმდეგ ომის ახალი ხელმძღვანელისთვის – ეს არის მარტის თვემდე დონბასის დაკავების და იქ უსაფრთხოების გარკვეული ზონის ჩამოყალიბების მიზანი. ეს პირველი ვადები არაა. ყოველ ჯერზე ამ ვადების გადატანა ხდებოდა. უკვე წელი ხდება ფართომასშტაბიანი ინტერვენციიდან, რაც ისინი „სამ დღეში კიევს იღებენ“. არაფერი გამოუვათ ამჯერადაც“, – განაცხადა იუსოვმა.

 

მსგავსი თემები