ომის დაწყების შემდეგ, ზელენსკი მკვლელობას 12-ჯერ გადაურჩა – „ინდეფენდენტი“

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი თავდასხმის 12 მცდელობას გადაურჩა. გამოცემა „ინდეფენდენტის“ ცნობით, ამის შესახებ საკუთარ წიგნში, უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, დოკუმენტალისტი მწერალი კრის უიპლი წერს.

ავტორის ინფორმაციით, რუსულ ინტერვენციამდე, უკრაინაში ვიზიტისას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი პრეზიდენტ ზელენსკის აფრთხილებდა, რომ რუსეთი მის მოკვლას გეგმავდა.

უიპლის ინფორმაციით, ბაიდენმა ბერნს დაავალა, მიეწოდებინა ზელენსკისთვის რუსეთის შეთქმულებების ზუსტი დეტალები. უიპლის ცნობით, ამ ინფორმაციამ ზელენსკი „გამოაფხიზლა“. მისივე ინფორმაციით, მკვლელობის მცდელობებიდან ორის აღკვეთა შესაძლებელი აღმოჩნდა სწორედ ბერნსის მიერ უკრაინული მხარისთვის გაზიარებული სადაზვერვო ინფორმაციის დახმარებით.

მსგავსი თემები