რადაში ალექსეი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. ამის შესახებ „ფეისბუქში“ უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო წერს.

„დროა არესტოვიჩი გადადგეს. ჩვენ სხვა სახალხო დეპუტატებთან ერთად ვაგროვებთ ხელმოწერებს პრეზიდენტის ოფისის სკანდალური მრჩევლის გათავისუფლების მოთხოვნით. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? 1. არესტოვიჩი უნდა წავიდეს. 2. გაკეთდეს ოფიციალური განცხადება, რომ სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებით არესტოვიჩის ფანტაზიებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის პოზიციასთან არ აქვთ კავშირი. 3. აგრეთვე გაიგზავნა დეპუტატების მიმართვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისადმი, რადგან არესტოვიჩის ფაბრიკაციებს დნიპროში ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემიდან სახლის დანგრევის შესახებ არის ის, რაც აკმაყოფილებს სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმს. ომის დროს ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ და არა არესტოვიჩივით“, – დაწერა გონჩარენკომ.

მსგავსი თემები