,,ჩვენ ფაქტობრივად ომში ვართ, 2008 წლის ომი გრძელდება, ეს ომი ერთი დღეც არ შეწყვეტილა”- გიული ალასანია

,,ჩვენ ფაქტობრივად ომში ვართ, ომი გვაქვს”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, უცნობია ხვალინდელ სასამართლო პროცესზე ჩართვება თუ მსჯავრდებული  სააკაშვილი.

„დეტალები არ ვიცი, რამდენად მისცემენ შესაძლებლობას სასამართლო პროცესზე ჩაერთოს და სიტყვით წარსდგეს. პროცესი სწრაფად რომ უნდა წარიმართოს ამას ყოველთვის ვიმეორებ, ტენდენციაა პროცესის გაჭიანურებისკენ.

ძალიან მნიშვნელოვანია ტოქსიკოლოგის, დევიდ სმიტის გამოკითხვა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფსიქიატრის, ერიკ დევიდ გოლდსმიტის დაკითხვა, ამ ადამიანის დაკითხვაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ფაქტობრივად ომში ვართ, ომი გვაქვს, 2008 წლის ომი გრძელდება, ეს ომი არცერთი დღე არ შეწყვეტილა“, – განაცხადა ალასანიამ.

მსგავსი თემები