ავტობუსის მძღოლი, რომელიც რუსთავში 4 წლის ბავშვს დაეჯახა, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ავტობუსის მძღოლი, რომელიც რუსთავი-გარდაბნის გზაზე 4 წლის ბავშვს დაეჯახა, პატიმრობისგან გათავისუფლდა. დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

მოსამართლის, ეკატერინე პართენიშვილის გადაწყვეტილებით, მძღოლი გირაოს სანაცვლოდ საპატიმროდან გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, შემთხვევა რუსთავში 27 ოქტომბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი გაჩერებულ ავტობუსთან იდგა, მასთან ერთად იმყოფებოდნენ მშობლებიც, ხოლო ავტობუსის მძღოლმა ის ვერ შენიშნა და სატრანსპორტო საშუალება დაძრა, რა დროსაც მცირეწლოვანს შეეჯახა. 4 წლის ბიჭი გარდაბნის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა შესვლისას ის უკვე დაღუპული იყო.

მსგავსი თემები