,,ფაროსანა 300-მდე მცენარეს აზიანებს”- ნიკოლოზ მესხი ,,მედიაცენტრ მთავარში”

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკოლოზ მესხის განცხადებით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მოცემული მომენტისთვის აქტიურ ფაზაშია. მისივე თქმით, მავნებელს 300-მდე მცენარის დაზიანება შეუძლია.

,,სახელწიფო პროგრამის ფარგლებში, სააგენტო უკვე წლებია ახორციელებს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს. ამების ბიოლოგიიდან გამომდინარე, ღონისძიებები მოცემული მომენტისთვის არის აქტიურ ფაზაში, რადგან მავლენებელი არის აქტიურ ფაზაში, მცენარეებით იკვებება და შეუძლია დააზიანოს, როგორც სასოფლო- სამეურნეო, ასევე არა  სასოფლო- სამეურნეო კულტურები. 300-მდე მცენარეს აზიანებს და მნიშვნელოვანია მის წინააღმდეგ ეს ღონისძიებები ტარდებოდეს, რადგან ამ მავნებელს შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს სოფლის მეურნეობას,”- განაცხადა ნიკოლოზ მესხმა ,,მედიაცენტრ მთავარში”.

მისივე განმარტებით, მავნებელს ფავორიტი მცენარეები ჰყავს.

,,არსებობს ფავორიტი მასპინძელი მცენარეები და მათ შორისაა: ატამი, ვაშლი, ვაშლატამა, თხილი, თესლოვანი ხეხილი, ბოსტნეული. იქიდან გამომდინარე, რომ დასავლეთ საქართველოში დომინანტი სასოფლო-სამეურნეო კულტურა არის თხილი, პირველ წლებში სწორედ თხილზე იყო ფაროსანას უარყოფითი ზეგავლენა აღსანიშნავი. ასევე სიმინდიც, სააგენტო სიმინდის ფართობების დამუშავებას დასავლეთ საქართველოში ახორციელებს სპეციალური ტექნიკით. გამოიყენება სატრაქტორო აგრეგატები და მაღალი წარმადობის აეროზოლური გენერატორი, რომლის გამოყენებითაც უკვე 8000 ჰექტრამდე არის დამუშავებული. ”- აღნიშნა ნიკოლოზ მესხმა ,,მედიაცენტრ მთავარში”.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მიაყენა თუ არა სერიოზული ზიანი წლევანდელ მოსავალს აზიურმა ფაროსანამ, ნიკოლოზ მესხმა განაცხადა, რომ ღონისძიებების შედეგად ზიანი არის უმნიშვნელო.

,,მიმდინარე ღონისძიებების შედეგად მისი ზიანი არის უმნიშვნელო, თუმცა იმ პერიოდში, როდესაც ღონისძიებები არ ტარდებოდა ზიანი იყო და საჭირო გახდა სახელმწიფოს ჩართულობა. ჩვენ ფერმერებთან, ადგილობრივ ასოციაციებთან ერთად ამ ღონისძიებებს ვახორციელებთ. ჩვენ ვთანამშრომლობთ შესაბამის დარგობრივ ასოციაციებთან, თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან, რომელსაც გადავეცით 2500-მდე ერთეული აგრეგატი. ასევე, მუდმივ რეჟიმში 120-მდე აგრონომი ახდენს ასოციაციის წევრი ფერმერების კონსულტაციას, აწვდიან მათ ინფორმაციას, თუ რა ღონისძიებები გაატარონ და თანამედროვე პრეპარატები რა ვადებში გამოიყენონ,”- განაცხადა ნიკოლოზ მესხმა ,,მედიაცენტრ მთავარში”.

 

დასავლეთ საქართველოს ფაროსანა შეესია, აღმოსვლეთს – კალია – ნიკა მესხი “მედიაცენტრ მთავარში” – (mcm.ge)

მსგავსი თემები