,,ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქუთაისის პარლამენტის შენობაში აიტი მიმართულების განვითარებას”- ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისის პარლამენტის შენობა  პრაქტიკულად უფუნქციოდ არის დარჩენილი. მისი თქმით, მთავრობის მიზანია, იქ აიტის მიმართულების განვითარებას შეუწყონ ხელი.

,,მოგეხსენებათ, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობა არის პრაქტიკულად უფუნქციოდ დარჩენილი, ჩვენი მიზანი არის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იქ აიტის მიმართულების განვითარებას. ვემუშავებით ერთ-ერთ ებრაულ კომპანიას, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ მოხდეს პარლამენტის შენობის ბაზაზე შეიქმნას ახალი აიტი ჰაბი, არა მხოლოდ ტექნოლოგიური, რომელიც მოიზიდავს დაასაქმებს აიტი სფეროში მომუშავე ახალგაზრდებს, ჩვენ სტუდენტებს ხელს შეუწყობს განვითარებაში”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი თემები