„როცა ამომრჩევლის 63% პროტესტს გიცხადებს, ესეიგი, არ გაქვს საქმე კარგად, ეს საგანგაშოა“ – სოფო ხორგუანი

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატის სოფო ხორგუანის განცხადებით, ხელისუფლება შეშფოთებული უნდა იყოს იმით, რაც მთაწმინდის ამომრჩევლებისგან მიიღო.

„როცა მოქალაქეების 63% არ გენდობა, ეს საგანგაშო მაჩვენებელია“ – აღნიშნა ხორგუანმა „მედიაცენტრ მთავარში“ და ხელისუფლებას დაფიქრებისკენ და გაანალიზებისკენ მოუწოდა.

„ხელისუფლება და ის ადამიანები ვინც პოლიტიკაში არიან, შეშფოთებული უნდა იყოს ამ შედეგებით. როცა ამომრჩევლების 70%-მდე არჩენვებზე არ მოდის, ეს დიდი პრობლემაა. საზოგადოებაში იმედგაცრუებაა. ჩემი მთავარი მოწინააღმდეგეც სწორედ ნიჰილიზმი და უნდობლობა და ეს მიღებული შედეგებით დადასტურდა კიდეც“ – აღნიშნა ხორგუანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე შეფასებით, მოქალაქეების 63% ხელისუფლებას პროტესტს უცხადებს და ეს გამოხატა კიდეც: „როცა შენი მოქალაქეების 63% არ გენდობა და პროტესტს გიცხადებს, ესეიგი, გამოსასწორებული გაქვს ბევრი რამ და მოსახლეობა გაბრაზებულია შენზე. გაბრაზებული მოქალაქე ასე გამოხატავს პროტესტს. ეს არის საგანგაშო მაჩვენებელი“.

მსგავსი თემები