,,ერთი თვეა უკვე მოვუწოდებ, რომ გამოდით ოთახებიდან”- ხაბეიშვილი მელიას

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აკრიტიკებს.

ხაბეიშვილის თქმით, ნიკა მელიამ გამოწვევებს, რაც ჰქონდა პარტიას, ვერ უპასუხა.

,,ერთი თვეა უკვე მოვუწოდებ, რომ გამოდით ოთახებიდან, ბატონო ნიკა, ბატონო ნუგზარ, წიკლაურს მივმართავ, მარტო კაბინეტიდან, ოთახიდან, ცენტრალური ოფისიდან გაუსვლელად საქმე არ კეთდება. ამიტომ ვიკითხე რიტორიკულად, რომ ხაშურში ვარ და პარტიის თავმჯდომარე ხაშურში ნამყოფი არ არის.

ნიკას სურდა გენერალური მდივნის გადაყენება, ნახა, რომ არ ექნებოდა მხარდაჭერა, ცხადია, ეს საკითხი არც კი დამდგარა პოლიტსაბჭოზე. სხვადასხვა მდივნები არიან, რომლებიც უჭერენ მხარს ხაბეიშვილს ან ნიკა მელიას, მე ვერ ვხედავ ამაში პრობლემას, თანამდებობიდან ვინმეს გადაყენება არ გადაყენებაზე, მე არ მიმაჩნია ეს სერიოზულად,”- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები