,,უნდა გადავხედოთ, როგორ ვიმუშაოთ აღმოსავლეთ პარტნიორებთან”- ჯოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უნდა გადაიხედოს, როგორ იმუშაონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან.

მისი თქმით, რეგიონული მიდგომა უნდა იყოს გათვალისწინებული, თუმცა ეს უფრო მეტად რთული ხდება.

„ჩვენ უნდა გადავხედოთ, როგორ ვიმუშაოთ აღმოსავლეთ პარტნიორებთან, რადგანაც სამი ქვეყანა გახდა კანდიდატი. ერთი არის ძალიან შორს ევროკავშირისგან, ვგულისხმობ ბელარუსს. ზოგადად, ეს ძალიან სხვადასხვანაირი ქვეყნებია. რეგიონული მიდგომა უნდა იყოს გათვალისწინებული, თუმცა ეს უფრო მეტად რთული ხდება. ეს გახლავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პირველი მინისტერიალი მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. ამიტომ ცხადია, ამ საკითხზე ბევრს ვისაუბრებთ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა  ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მინისტერიალისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე.

მსგავსი თემები