,,უკრაინას მივეცით იარაღი, მაგრამ მივხვდით, რომ ჩვენი სამხედრო მარაგი ამოიწურა”- ჯოზეფ ბორელი

,,უკრაინას ჩვენ იარაღი მივეცით, მაგრამ მივხვდით, რომ ჩვენი სამხედრო მარაგი ამოიწურა,” – ამის შესახებ  ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის ბლოგშია ნათქვამია.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა გააგრძელოს უკრაინის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო დახმარება რუსეთის უკან დასახევად და ეს დახმარება უკრაინის გამარჯვებამდე არ უნდა შეჩერდეს.

„ევროპელები აშკარად ზრდიან თავდაცვის ხარჯებს და შესაძლებლობებს. ამის შესახებ ევროპის თავდაცვის სააგენტოს ანგარიშშია ნათქვამი. ეს ძალიან საჭიროა, რადგან ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ ერთად მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ, რათა მოვამზადოთ ევროპული არმიები უფრო საშიში სამყაროს წინაშე“, – აღნიშნულია  ბორელის ბლოგში.

მსგავსი თემები