ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და  აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ზელენსკიმ ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა უკრაინისთვის აღმოჩენილი უპრეცედენტო თავდაცვისა და ფინანსური დახმარებისთვის.

საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა აშშ-ის დახმარების მნიშვენლობას უკრაინის ენერგეტიკული სისტემის აღდგენის კუთხით.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტ ბაიდენს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და მისი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად.

მსგავსი თემები