,,უბრალოდ შეხედეთ, როგორ გარბიან ევროპელი ლიდერები, გადაიღონ ფოტო საკულტო მწვანე მაისურიან 44 წლის მამაკაცთან”- ”პოლიტიკო”

გამოცემა ”პოლიტოკომ” უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის ევროპის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა. ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში, რომლის სათავეშიც უკრაინის ლიდერია, 28 ადამიანი მოხვდა.

„ზელენსკიმ დაარწმუნა დანარჩენი ევროპა, რომ მისი მომავალი უკრაინასთან არის დაკავშირებული – რუსეთის შეჭრამდე ამის ცოტას სჯეროდა. მისი კომუნიკაციის უნარი საკვანძოა. მისი რიტორიკა მკაფიოდ ასახავს რუსეთის რეჟიმის ბოროტებას, რომლის წინააღმდეგაც ის იბრძვის, ფანტავს რწმენას – განსაკუთრებით ბერლინსა და პარიზში, რომ მოსკოვი შეიძლება იყოს პარტნიორი. უბრალოდ შეხედეთ, როგორ გარბიან ევროპელი ლიდერები, რომლებიც არჩევნებში იმარჯვებენ, კიევში, რათა გადაიღონ ფოტო საკულტო ზეთისხილისფერ-მწვანე მაისურიან 44 წლის მამაკაცთან“, – წერს ”პოლიტიკო”.

 

მსგავსი თემები