,,50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, ეს აისახა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე”- „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი

„შემოსვლიდანვე, ყოველდღიურად გვაქვს პაციენტთან კვებასთან დაკავშირებით საუბარი. იცით, რომ პაციენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, ეს აისახა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე,”- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ პაციენტს აქვს გულისრევა, ღებინების შეგრძნება საკვების მიღების პროცესში, ამ შემთხვევაში გამოიყენება ნაზოგასტრალური ზონდი პაციენტთანვე შეთანხმებით.

,,გუშინდელი ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო უარყოფა, თქვენს მიერვე გავრცელებული არასწორი ინფორმაციის, რომ პაციენტი იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში. კვებასთან დაკავშირებით, ყოველდღიურად გვაქვს ჩვენ პაციენტთან ამაზე საუბარი და რასაც თქვენ მეკითხებით, ისტორიაში ჩანაწერი, არსებობს რა თქმა უნდა. იციან კონსილიუმების ექიმებმაც. რაც შეეხება ზონდით კვებას, აქ იძულებით კვებაზე არ არის საუბარი. თუ პაციენტს აქვს გულისრევა, ღებინების შეგრძნება საკვების მიღების პროცესში, ამ შემთხვევაში გამოიყენება ნაზოგასტრალური ზონდი პაციენტთანვე შეთანხმებით,”- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მსგავსი თემები