,,უკრაინული მხარე შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით”- კასიანოვი

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრიანული მხარე შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით.

მისი თქმით, უკრაინული მხარე გააგრძელებს საკონსულო და სამართლებრივი ზომების მიღებას უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.

“პირადად მე არაერთი შეხვედრა გავმართე სამედიცინო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელობასთან, ასევე სააკაშვილის ადვოკატებთან. 2022 წლის 2 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს ეწვია საელჩოს საკონსულო თანამდებობის პირი, რის შესახებაც ოპერატიულად ვაცნობეთ უკრაინის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელობას. ამ საკითხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად მე დავაყენებ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინული მხარე გააგრძელებს ყველა საკონსულო და სამართლებრივი ზომის მიღებას უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად”, – განაცხადა კასიანოვმა.

მსგავსი თემები