,,შემდეგი კვირა შესაძლოა, ძალიან მძიმე იყოს, ჩვენ ვემზადებით, სამხედროები ემზადებიან”- დავით არახამია

უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია აცხადებს, რომ მომავალი კვირა შესაძლოა, ძალიან მძიმე იყო.

არახამიამ თითოეულ უკრაინელს მოუწოდა, იზრუნონ საკუთარ თავსა და ოჯახებზე, კერძოდ, მოიმარაგონ წყალი, საკვები, დატენონონ ტელეფონები, ასევე გაიგონ, სად არის მათგან ე.წ. უძლეველობის უახლოესი პუნქტი – სპეციალურად მოწყობილი პუნქტი, სადაც მოქალაქეებს გათბობა, ტელეფონის დატენვა და ინტერნეტით სარგებლობა შეუძლიათ.

„შემდეგი კვირა შესაძლოა, ძალიან მძიმე იყოს. რუსები ენერგეტიკის ობიექტების წინააღმდეგ ახალ ტერაქტებს ამზადებენ. საგანგებო სამსახურები და ხელისუფლების ორგანოები მუშაობენ სხვადასხვა სცენარზე. ჩატარებულია მრავალი სწავლება, შემუშავებულია ენერგეტიკოსებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოქმედებები, ყველამ იცის, რა უნდა გააკეთონ. ჩვენ ვემზადებით. სამხედროები ემზადებიან“, – დაწერა არახამიამ ტელეგრამ-არხში.

 

 

მსგავსი თემები