კანადა ქვეყანაში 1,5 მილიონ შრომით მიგრანტს იწვევს

კანადა დიდ ფსონს დებს იმიგრაციაზე. ვიზიტორთა უპრეცედენტო ტალღით, კანადის მთავრობა იმედოვნებს, რომ კანადის ეკონომიკაში მუშახელის ნაკლებობის კომპენსირებას მოახდენს. ამ პრობლემის გამწვავება მოსახლეობის დაბერებამ და ბეიბი–ბუმერების თაობის მასობრივად პენსიაზე გასვლამ გამოიწვია. თუმცა, ყველა კანადელი არ არის მზად, ხელგაშლილი მიესალმოს უცხოელების ასეთ დიდ რაოდენობას.

ნოემბრის დასაწყისში კანადის ფედერალურმა ხელისუფლებამ გამოაცხადა გრანდიოზული გეგმების შესახებ: მომავალი წლის იანვრიდან და 2025 წლის ბოლომდე ქვეყნის მთავრობა ყოველწლიურად 500 000 ემიგრანტის მიღებას გეგმავს. ანუ მომდევნო სამი წლის განმავლობაში კანადის მოსახლეობა სულ 1,5 მილიონი ადამიანით უნდა გაიზარდოს.

ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ეს დაახლოებით რვაჯერ აღემატება იმას, რასაც გაერთიანებული სამეფო გეგმავს და ოთხჯერ, ვიდრე აშშ-ს ადმინისტრაცია მოელის.

თუმცა, ბოლოდროინდელი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ კანადის ხელისუფლების გეგმები სრულად არ ასახავს ქვეყნის მაცხოვრებლების განწყობას, რომელთაგან ბევრს ეშინია უცხოელთა ასეთი მასიური შემოდინების.

მსგავსი თემები