“ის, რაც მოხდა სამების დედათა მონასტერში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის იმ სიძულვილის ენის შედეგი”- მეუფე სვიმეონი

“ის, რაც მოხდა სამების დედათა მონასტერში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის იმ სიძულვილის ენის შედეგი, რა სიძულვილიც საზოგადოებაში ითესება ყოველდღე. და ყველამ გაიგოს ეს. არაფერი დასამალი არ მაქვს”- აცხადებს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი, მეუფე სვიმეონი.

ეპისკოპოსის განცხადებით, არასწორი ინტერპრეტაციით ხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

”მოგეხსენებათ ყველას, აი ტელევიზიები არიან აქ და მოგეხსენებათ ყველას, რომ მე არასოდეს არ გამოვირჩეოდი ინტერვიუებით იმიტომ, რომ ხდება ხოლმე არასწორი ინტერპრეტაცია, არასწორად მიტანა საზოგადოებასთან იმ აზრის, რასაც ვამბობთ ჩვენ, სამწუხარო არის, კიდე ერთხელ ვიტყვი არა მარტო ტელევიზიების, არამედ ძალიან ბევრი არასწორად მოაზროვნე ადამიანის შედეგია, ის რაც მოხდა რამოდენიმე დღის წინ ჩვენს ეპარქიაში. წინა დღეებში იყო თავდასხმა ეკლესიაზე, პირადად ჩემზე, მრავალ სასულიერო პირზე და შედეგმა არ დააყოვნა” – განაცხადა მეუფემ.

მსგავსი თემები