,,ვალი უნდა გავუსტუმრო ქართველ ხალხს“- გიორგი გახარია

,,ეს იყო ჩემი შეცდომა და ეს ვალი უნდა გავუსტუმრო ქართველ ხალხს“- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთის” ლიდერმა გიორგი გახარიამ  განაცხადა. საქართველოს ყოფილმა პრემიერმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში საკუთარ შეცდომებზე ისაუბრა.

„შეიძლება, მე ვიყავი ყველაზე ეფექტური პერსონა ბიძინას ხელში უკანონო ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის, მაგრამ ჩემთვის დაუჯერებელი იყო, რომ ადამიანი, რომელსაც შეეძლო ძალიან პოზიტიური როლი ეთამაშა ქვეყნის ისტორიაში, იტყვის, რომ ის ტოვებს პოლიტიკას, მაგრამ მიზნად დაისახავს, შეინარჩუნოს ძალაუფლება და სამწუხაროდ, ის მზად არის გადაიხადოს ნებისმიერი ფასი, მათ შორის ქვეყნის საგარეო ორიენტაცია, რომ შეინარჩუნოს ეს ძალაუფლება. ეს იყო ჩემი შეცდომა და ეს ვალი უნდა გავუსტუმრო ქართველ ხალხს“, — განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები