Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 540 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 389 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.36%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 650 008-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.36%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.61% ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.11%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 389 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 629 032-მდე.