ეგზიტპოლის თანახმად, ყაზახეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ყასიმ-ჟომართ თოყაევი იმარჯვებს

ეგზიტპოლის თანახმად, ყაზახეთში ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი იმარჯვებს.

ყაზახური მედიის ინფორმაციით, „ღია საზოგადოება რეგიონული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ ეგზიტპოლის თანახმად, ყაზახეთის მოქმედ პრეზიდენტს ამომრჩევლების 82,45 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

ამომრჩეველთა აქტივობა 68 პროცენტი იყო.

გამარჯვების შემთხვევაში, ყასიმ-ჟომართ თოყაევი ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობას მომდევნო შვიდი წლით დაიკავებს.

მსგავსი თემები