რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის რეგიონში დასახლებული პუნქტები დაბომბეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა  ხარკოვის რეგიონში, კუპიანსკის რაიონში  საცხოვრებელი სახლი დაბომბეს. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა  ქალაქ კუპიანსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ორი სარაკეტო შეტევა განახორციელეს.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის სუმის რეგიონი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამჯერ დაბომბეს. დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ არტილერია და ნაღმმტყორცნები გამოიყენეს.

 

მსგავსი თემები