რამდენიმე წუთში, მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში მიიყვანენ 

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადალახვის ფაქტზე, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეს განიხილავს.

სასამართლომ დღეს მოწმეები უნდა დაკითხოს. დღევანდელ პროცესს ტავად ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი დაესწრება. ის სასამართლოში ჯერ არ მიუყვანიათ. ყოფილი პრეზიდენტი სიტყვით ისარგებლებს და საზოგადოებას მიმართავს.

სასამართლო პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.

სასამართლო სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში, სააკაშვილის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას გამართავენ.

მსგავსი თემები