,,ზამთრის წინ რუსმა ოკუპანტებმა ხალხს გაუნადგურეს მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ოკუპანტებმა ყველაფერი განგებ გაანადგურეს. ეს არის მათი სპეცოპერაცია. ზამთრის წინ რუსმა ოკუპანტებმა გაუნადგურეს ხალხს აბსოლუტურად მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, აბსოლუტურად ყველა მნიშვნელოვანი კრიტიკული ობიექტი ქალაქში და ოლქში დანაღმულია.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღვადგინოთ ნორმალური პირობები ჩვენი ხალხისთვის. ყველასთვის აშკარაა, რას ნიშნავს უკრაინა, რას ნიშნავს, ჩვენი დროშის არსებობა. როდესაც არის უკრაინული დროშა, არის ცივილიზებულობა, თავისუფლება, სოციალური უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება. არის ვიღაც, ვინც ხალხზე ზრუნავს. არის ყველაფერი, რასაც ანადგურებენ, როდესაც დამპყრობელი მოდის. აი, რას ნიშნავს რუსული დროშა – სრულ განადგურებას. არ არის არც ელექტროენერგია, არც კავშირი, არც ინტერნეტი, არც ტელევიზია. ოკუპანტებმა ყველაფერი განგებ გაანადგურეს. ეს არის მათი სპეცოპერაცია. ზამთრის წინ რუსმა ოკუპანტებმა გაუნადგურეს ხალხს აბსოლუტურად მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა. აბსოლუტურად ყველა მნიშვნელოვანი კრიტიკული ობიექტი ქალაქში და ოლქში დანაღმულია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა დაიბრუნებს ნორმალურ ცხოვრებას ყველა ქალაქში და დასახლებაში, რომელიც რუსეთის მიერ 2014 წლის შემდეგ არის ოკუპირებული.

მსგავსი თემები