კომპანია „ამაზონი“ 10 000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს

კომპანია „ამაზონი“ 10 000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. თანამშრომელთა დათხოვნა კომპანიაში უკვე მიმდინარე კვირას დაიწყება.

სამუშაო ადგილები შემცირდება ხმოვანი კონტროლის მოწყობილობების, Alexa-ს მწარმოებელ განყოფილებაში, ასევე ადამიანური რესურსების მართვისა და საცალო გაყიდვის განყოფილებებში.

შემცირება კორპორატიული თანამშრომლების დაახლოებით სამ პროცენტს შეეხება და ამაზონის“  ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შემცირება იქნება.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თანამშრომლების შემცირების მიზეზი გაურკვეველი მაკროეკონომიკურო გარემოა.

მსგავსი თემები