,,კვარაცხელია საუკეთესო ფიზიკური ფორმის აღდგენას ყველანაირად ეცდება”- როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

ხვიჩა კვარაცხელია გრიპისგან სრულად გამოჯანმრთელდა და ”რომასთან” მოახლოებული შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

ცნობილი იტალიური გამოცემა, La Gazzetta dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ცნობებს ავრცელებს.

„კვარაცხელიამ ნაწილობრივ განაახლა მუშაობა გუნდის დანარჩენ წევრებთან ერთად, რომელმაც კვირის მოსამზადებელი ეტაპი გუშინ დილით დაიწყო. ქართველმა გუნდთან ერთად ვარჯიშის პირველი ნაწილი ჯერ სპორტდარბაზში, შემდეგ კი მოედანზე ინდივიდუალური პროგრამით შეასრულა.

გრიპის შემდეგ, კვარაცხელია საუკეთესო ფიზიკური ფორმის აღდგენას ყველანაირად ეცდება, თუმცა დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ კვირას, „რომას“ წინააღმდეგ მის თამაშს საფრთხე არ ემუქრება. დღეიდან, კვარაცხელია სავარჯიშო პროცესში სრულფასოვნად ჩაერთვება.“ – ნათქვამია სტატიაში.

მსგავსი თემები