„დემოკრატებს“ ამერიკა კომუნიზმისკენ მიჰყავთ“ – დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი „დემოკრატებს“ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათი სამიზნე კომუნიზმია. დონალდ ტრამპის შეფასებით, სწორედ კომუნიზმისკენ მიჰყავთ „დემოკრატებს“ ამერიკა.

„დემოკრატებს“ სურთ, ამერიკა კომუნისტურ კუბად ან სოციალისტურ ვენესუელად გადააქციონ. მივმართავ ყველა ლათინო ამერიკელს ფლორიდასა და მთელს მიწაზე, მოგესალმებით გაშლილი ხელებით ჩვენს პარტიაში, მობრძანდით“ – აღნიშნა ტრამპმა მაიამიში ამომრჩეველთან შეხვედრისას.

ტრამპი არ გამორიცხავს, რომ შტატებს ისევ პრეზიდენტის სახით დაუბრუნდეს.

 

მსგავსი თემები