ავტოსაგზაო შემთხვევა ოკუპირებულ დონეცკში – დაიღუპა 16 ადამიანი

დროებით ოკუპირებულ დონეცკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-ის ინფორმაციით,  ავარია მიკროავტობუსსა და სატვირთო მანქანას შორის მოხდა, რომლის მგზავრებს შორისაც იყვნენ ჯარისკაცები.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაიღუპა სატვირთო მანქანის მძღოლიც.

 

მსგავსი თემები