„ბიჭები წინ მიიწევენ, მარცვლეული გზაშია“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი, რომელმაც უკრაინა ვერ დაამარცხა, ცდილობს, ენერგეტიკული ტერორი მოუწყოს ქვეყანას. მისი შეფასებით, ესეც არ ამართლებს.

„რაც შეეხება ფრონტს, ბიჭები წინ მიიწევენ; რაც შეეხება მარცვლეულს, გემები გზაში არიან; რაც შეეხება ოკუპანტებს, ისინიც გზაში არიან, ხომალდების გზას მიუყვებიან“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

მისი შეფასებით, არც ენერგეტიკულმა ტერორმა გაამართლა.

„უნდა გავუძლოთ რუსეთის ენერგეტიკულ ტერორს. ფაქტი, რომ რუსეთმა ენერგო ინდუსტრიის წინააღმდეგ ტერორს მიმართა, მტრის სისუსტეზე მეტყველებს. ისინი ვერ ამარცხებენ უკრაინას ბრძოლის ველზე და ამიტომ ცდილობენ ჩვენი ხალხის გატეხვას ამ გზით – დაამცირონ უკრაინელები, დაარტყან ჩვენი ხალხის მორალს, ჩვენი ხალხის წინააღმდეგობას. მე მჯერა, რომ რუსეთი წარმატებას ვერ მიაღწევს“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

 

მსგავსი თემები