,,ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს”- ჯო ბაიდენი

ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს,”- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა  კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის დროს, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს. ისინი საკუთარ თავს ძალიან მალე გაათავისუფლებენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენს არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად, რის გაკეთებას გეგმავს აშშ-ის მთავრობა „ირანის გასათავისუფლებლად“.

ცნობისთვის, ირანში უკვე შვიდი კვირაა ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. საპროტესტო ტალღა ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოყვა.

მსგავსი თემები