,,დროა, ნავთობისა და გაზის კომპანიებმა შეწყვიტონ ომისგან სარგებლის მიღება”- ჯო ბაიდენი

,,დროა, ნავთობისა და გაზის კომპანიებმა შეწყვიტონ ომისგან სარგებლის მიღება”-  ამის შესახებ ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა კომპანიებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ომისგან სარგებლის მიღება, გაზარდონ წარმოება და გამოიყენონ თავიანთი რეკორდული შემოსავალი ამერიკელებისთვის ხარჯების შესამცირებლად.

მისი თქმით, კომპანიები იღებენ შემოსავალს იმ კონფლიქტისგან, რომელიც უკრაინას ანადგურებს და მათ ეკისრებათ მოქმედების პასუხისმგებლობა.

„მათი შემოსავალი არის ომის შედეგად მიღებული მოულოდნელი სარგებელი“, – აღნიშნა ბაიდენმა, „ვფიქრობ, ეს აღმაშფოთებელია“, – დასძინა მან.

ჯო ბაიდენის თქმით, თუკი აღნიშნული  კომპანიები მოგებას მომხმარებლებს გადასცემენ, საწვავის ფასი დაახლოებით 50 ცენტით შემცირდება.

„ისინი ამას თუ არ იზამენ, გადაიხდიან უფრო მაღალ გადასახადს თავიანთი ჭარბი მოგებისთვის და სხვა შეზღუდვების წინაშე დადგებიან. დროა, ამ კომპანიებმა შეწყვიტონ ომისგან სარგებლის მიღება“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

მსგავსი თემები