,,არ ვიქნები ასოცირებული ფაშისტურ ქვეყანასთან”- რუსმა მილიარდერმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა

რუსმა მილიარდერმა, ოლეგ ტინკოვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა. აღნიშნულ ინფორმაციას თავად ბიზნესმენი ინსტაგრამზე ავრცელებს. მისი განმარტებით, არ სურს ასოცირდებოდეს „პუტინის ფაშიზმთან“.

ოლეგ ტინკოვი იმედოვნებს, რომ სულ უფრო მეტი ბიზნესმენი იტყვის უარს, იმუშაოს ფაშიზმზე და  უარს იტყვიან რუსეთის მოქალაქეობაზე.

,,მე არ შემიძლია და არც ვიქნები ასოცირებული ფაშისტურ ქვეყანასთან, რომელმაც დაიწყო ომი თავის მშვიდობიან მეზობელთან“,- განაცხადა ტინკოვმა.

 

მსგავსი თემები