მოლდოვამ ქვეყნიდან რუსი დიპლომატი გააძევა

მოლდოვის ხელისუფლებამ ქვეყნიდან რუსი დიპლომატი გააძევა. რუსული მედიის ცნობით, დიპლომატის გაძევება მოლდოვის ჩრდილოეთში რუსული რაკეტის ჩამოგდებას უკავშირდება.

რუსეთის მიერ უკრაინის ენერგო ობიექტის დასაბომბად გაშვებული რაკეტის ნამსხვრევები მოლდოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. რაკეტის ნაწილების ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცნობისთვის, გუშინ მოლდოვის ჩრდილოეთში რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

 

მსგავსი თემები