„იქ არც ხორბლისგან და არც გემისგან არაფერი დარჩება“ – პუტინი სოჭიდან

სოჭში გამართული სამეული – აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა პუტინმა განცხადება ე.წ. მარცვლეულის შეთანხებიდან გასვლის საკითხზეც გააკეთა. როგორც რუსეთის პრეზიდენტი განმარტავს, ეს არ არის გასვლა, ეს არის შეჩერება.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვწყვეტთ ამ ოპერაციაში მონაწილეობას, არა. ჩვენ ვამბობთ, რომ ვაჩერებთ. გაერო-ს თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ მის მუშაობაში, რისთვისაც ჩვენ მათი მადლობელი ვართ. მაშინ, ჩაატარონ მათ მუშაობა უკრაინასთან და უკრაინამ უნდა გასცეს გარანტია, რომ სამოქალაქო გემებისთვის და რუსეთის მომარაგების გემებისთვის საფრთხეები არ შეიქმნება“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე შეფასებით, უკრაინამ უნდა უზრუნველყოს საზღვაო დერეფნის უსაფრთხოება, რომლითაც მარცვლეულის ექსპორტი ხდება.

„მოხვდება ასეთი უპილოტო გემს,  იქ არც ხორბლისგან და არც გემისგან არაფერი დარჩება. დამნაშავეები კი ჩვენ ვიქნებით. ამიტომ თავდაცვის სამინისტრო საკითხს სწორად აყენებს, რომ ჩატარდეს გაერო-სთან დამატებითი სამუშაო, გაერო-მ კი თავის მხრივ, უკრაინასთან, რომ უკრაინამ უზრუნველყოს ამ დერეფნის უსაფრთხოება“, – აცხადებს პუტინი.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლამ, მსოფლიო სასურსათო ბაზარზე სერიოზული კრიზისი შექმნა

 

მსგავსი თემები