,,ვთავაზობდით სომხეთს, დაებრუნებინათ აზერბაიჯანისთვის ხუთი რაიონი, თუმცა სომხეთის ხელისუფლება თავისი გზით წავიდა”- პუტინი

,,ჩვენ ვთავაზობდით სომხეთს, დაებრუნებინათ აზერბაიჯანისთვის ხუთი რაიონი, თუმცა სომხეთის ხელისუფლება თავისი გზით წავიდა, რამაც დღევანდელ სიტუაციამდე მოგვიყვანა,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  განაცხადა.

პუტინის თქმით,  მოსკოვის პოზიციაა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაა საჭირო, თუმცა ეს სომეხი ხალხის და ხელისუფლების გადასაწყვეტია.

„არსებობს ორი დიდი რაიონი. ერთ-ერთია ქალბაჯარის და უფრო სამხრეთით დიდი რაიონები. რომელიღაც ეტაპზე აზერბაიჯანის მხარესთან შევთანხმდეთ, მიეცით ეს ხუთი რაიონი. ისინი არ არის საჭირო, აზრი არ აქვს, ეს რაიონები ცარიელია. ხალხი წავა ფაქტობრივად გაგდებული ამ ტერიტორიიდან. რა საჭიროა მათი შენარჩუნება, ამას აზრი არ აქვს. ხოლო ყარაბაღთან კავშირის შესანარჩუნებლად ორი რაიონი საკმარისია. ჩვენ ვთვლით, რომ ეს იქნებოდა სამართლიანი, ლტოლვილების დაბრუნება და ასე შემდეგ. ეს იქნებოდა კარგი ნაბიჯი რეგიონის სიტუაციის ნორმალიზებისთვის, მაგრამ სომხეთის ხელმძღვანელობა თავისი გზით წავიდა. ამან მიგვიყვანა სიტუაციამადე, რომელიც ახლა არის“, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები