აშშ-ის მთავარ კონკურენტად ჩინეთი რჩება, რომლის განზრახვაა, შეცვალოს საერთაშორისო წესრიგი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეროვნულ თავდაცვის სტრატეგიაზე მუშაობა დაასრულა. როგორც თავდაცვის მინისტრი განმარტავს,  ქვეყნის  მთავარ კონკურენტად  ჩინეთი რჩება, რომლის მიზანია შეცვალოს საერთაშორისო წესრიგი. ლოიდ ოსტინმა მწვავე საფრთხედ რუსეთიც დაასახელა.

„რუსეთის მთავრობა, რომელიც მეზობლების დამოუკიდებლობას ვერ იტანს, ისწრაფვის, გამოიყენოს ძალა საზღვრების შესაცვლელად და იმპერიალისტური გავლენების სფეროების აღდგენას. რუსეთს აქვს ტერიტორიული აგრესიის ისტორია, რომელი მოიცავს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და არაპროვოცირებული ომის ესკალაციას“, – აცხადებს ოსტინი.

თავდაცვის სტრატეგიის დოკუმენტის მიხედვით, მთავარი ინტერესი  სტრატეგიული თავდასხმების შეკავებაა. ეს კი განსაკუთრებით იმ მოკავშირეებსა და პარტნიორებს ეხება, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან.

მსგავსი თემები