უკრაინაში, რუსეთის ანგარიშზე 40 000-ზე მეტი დანაშაული ირიცხება

რუსეთში, უკრაინელი სამხედროების მიერ ჩადენილი სისასტიკე რიცხვებში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე, საუბარია, 40 000-მდე დანაშაულზე, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე ჩაიდინეს.

„სამართალდამცავმა ორგანოებმა დააფიქსირეს რუსების მიერ ჩადენილი 40 000-მდე ომის დანაშაული. ამ დანაშაულებს შორის არის ასევე სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ან, როგორც მათ ასევე უწოდებენ, სექსუალური დანაშაული“, –  აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე  კატერინა პავლიჩენკო.

უკრაინის ტერიტორიაზე საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობენ, რომლებიც სისასტიკის ფაქტებს აგროვებენ, რომ შემდეგ, ოკუპანტ ქვეყანას პასუხი აგებინონ. დანაშაულთა შორისაა წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, ძალადობა გოგონებსა და ბავშვებზე.

 

მსგავსი თემები