ილონ მასკმა „ტვიტერი“ შეისყიდა და ხელმძღვანელები გაათავისუფლა

სოციალური ქსელი „ტვიტერი“ უკვე ილონ მასკის საკუთრებაა. შესყიდვის პროცესი დასრულებულია. ასევე, ახალმა მფლობელმა,  ხელმძღვანელი პირები, მათ შორის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავა და ფინანსური ხელმძღვანელი ნედ სეგალი გაათავისუფლა.

მასკს, „ტვიტერი“ 44 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

შეგახსენებთ, რომ სოციალური ქსელების ყალბი ანგარიშების გამო, მასკმა „ტვიტერზე“ უარი  თქვა და შესყიდვის პროცესი შეჩერდა. მისი თქმით, გარიგება მანამ ვერ შედგებოდა, სანამ არ მიიღებდა ინფორმაციას სოციალურ ქსელში არსებული ყალბი ანგარიშების შესახებ. შემდეგ კი „ტვიტერმა“ ილონ მასკს უჩივლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით,  მასკს 28 ოქტომბრამდე მისცეს ვადა შეთანხმების განსახორციელებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლო პროცესი გაგრძელდებოდა. მასკმა მოასწრო და ზუსტად ჩაჯდა 28 რიცხვამდე.

მსგავსი თემები