უკრაინა შტატებისგან 275 მილიონიან დახმარებას მიიღებს

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დხმარების შესახებ მორიგი გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია  275 მილიონ დოლარიან დახმარებაზე, რომელსაც ომში მყოფი ქვეყანა პენტაგონისგან მიიღებს.

დახმარების მიმართულია უკრაინაში უკვე გაგზავნილი იარაღის სისტემებისთვის ათასობით საბრძოლო მასალის მიწოდებისკენ, მათ შორის მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის- HIMARS-თვის.

დახმარების ახალი პაკეტის შესახებ ოფიციალური განაცხადი დღეს გაკეთდება.

მსგავსი თემები